|
2024-10-26 15:42:59, 360 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ადგილები, სადაც პროვოკაცია, ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია, ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, მათ შორის მითითება სიტყვა-სიტყვით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ბრიფინგზე წარმოდგენილი ინფორმაცია პარტიულად არის მოპოვებული. „შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდან „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის და სხვებს ვერ გეტყვით. რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო განსაკუთრებით, არ შეიძლება არ აღვნიშნო, მე მგონი აქ არ არის საერთოდ, თვალით ვეძებ და ვერ ვხედავ, „ტვ პირველს“, „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“ დღეს. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლი აქვთ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი? და რა ხდება. ჯერ პირველ რიგში რა ხდება აქედან დავიწყოთ. მაგალითად, ბოლო საათ ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, მინიმუმ 30 კაციანი ჯგუფი, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა, მაქსიმუმ რამდენი ჯგუფი ეყოლება ახლა „ტვ პირველს“, ჟურნალისტები ყველაზე კარგად მიხვდებით, მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“ გადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ასე შემდეგ. ახლა რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელე-ზონდერების ჩართულობით. „ქართულ ოცნებას უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“ - აი, ეს არის ყველაფერი. ამით ყველაფერია ნათქვამი. ძნელი წარმოსადგენია -„ტვ პირველი“ ამბობს, ანუ, ნაცმოძრაობა ამბობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად და რატომ? მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მერე ხანდახან პასუხსაც იღებენ, მაგრამ თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნება „ტვ პირველი“ იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი და ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე. მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს.
მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული იქნა პარტიულად - სუსი, უსაფრთხოების სამსახურები გამორიცხოთ აბსოლუტურად შეგიძლიათ. ნაცმოძრაობის ჯგუფებში ჩაყრილი ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათი: „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო რასაც ნახავთ, 100 მეტრი დისტანცია არი დადგენილი კანონით და შეგიძლიათ ეს მოიშველიოთ, თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“, ანუ ძალადობის პირდაპირი მითითება, თან მათ ცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოო უნდა უთხრან ალბათ, ყველას აქვს რაღაც ბეიჯი თითქმის, ზონდერებს, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით გადაადგილდებიან. ასევე სქრინები „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათიდან, სადაც უნდა მოხდეს ან მოხდა [პროვოკაცია]. ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს, ამიტომ, ახლა დავალებების გაშიფვრას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ - ეს ერთი; მეორე, ამ პანიკასაც თავი დაანებეთ და ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი აქვს არავის. ამ ქვეყანაში, ასეთი მდაბიო ფეიკებით და 30-კაციანი ზონდერ-ჯგუფებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს, იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება - არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით და ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და სანამ დედის გინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ, წარმოიდგინეთ, ამ უბინძურეს პროვოკაციას. ამიტომ, ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში 163-ე სკოლასთან, წინა ბრიფინგზეც ვთქვი, შემდეგ წავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლა წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში - ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ“,- განაცხადა მდინარაძემ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)