|
2024-10-26 14:55:44, 262 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ბრიფინგი გამართა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. „ექსპრესნიუსი“ მიქანაძის განცხადებას სრულად გთავაზობთ: "საზოგადოებას გვსურს გავაცნოთ ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო დღის განმავლობაში გამოკვეთილ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ, მიზანმიმართულად ისახავს საარჩევნო პროცესში ხელის შეშლას და ასევე, მიმართული არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში გვინდა გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის პირველ საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს კონკრეტული ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა და ამ საკითხის მსვლელობას რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს. წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას. გამომდინარე იქიდან რომ საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაციის წარმოება, საჩივრები დაიწერა თითოეულო უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი, რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში. ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი. ქუთაისში საარჩევნო უბანზე ლელოს წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც, დაიწერა საჩივარი და ის გაძევებული იქნა უბნიდან. ადგილი აქვს არაერთ დეზინფორმაციის შემცველ კამპანიას, კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, აქტიურად ავრცელებენ ვიდეოკადრებს, თითქოს, ფოთში, ქუთაისსა და ბოლნისში ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვას, რაც სიცრუეს და დეზინფორმაციას წარმოადგენს. მათი გავრცელებული ვიდეომასალიდანაც დგინდება, რომ არანაირ მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ აქვს, თუმცა, მსგავსი დეზინფორმაცია ამომრჩეველზე გავლენის მოხდენისა და არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მორიგი მცდელობაა. „ტაბულას“ ინფორმაციით, კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს, აერიათ პირადობის მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას. რაც შეეხება სხვა გამოვლენილ დარღვევებს, „ნაცტელევიზიების“ ჟურნალისტები განსაკუთრებით „ტვ პირველი“ უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მივარდნებითა და ხელის შეშლის ფაქტებით, ისინი ხელს უშლიან თავიანთი საქმიანობით საარჩევნო კომისიის საქმიანობას და აგრეთვე გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ: ქუთაისში მე-7 უბანზე ქართული ოცნების“ კოორდინატორებს „ტვ პირველმა“ მინივენში წაართვა სიები, განხორციელდა შესაბამისის შეტყობინება 112-ში. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოორდინატორებს უფლება აქვთ მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ეს არის კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილება და არავის არ აქვს უფლება, რომ მათ კონკრეტული დოკუმენტაცია, სია იქნება ეს თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ამომრჩევლების, რომ ვინმემ წაართვას და ეს წარმოადგენს შესაბამის კანონდარღვევას, რაზეც ჩვენ ყველა შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ. კანონდარღვევა დაფიქსირდა საარჩევნო პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირკიტაძის მხრიდან, რომელმაც ამომრჩეველს მითითება ხმის მიცემის პროცესში მისცა, მას დამკვირვებელმა შენიშვნა მისცა ამის გამო და უთხრა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია, თუმცა დამკვირვებლის გაფრთხილებას პოლიტიკოსი არ დაემორჩილა. ჩუღურეთის პირველ უბანში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი სისტემატურად ფოტოებს უღებდა ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთთან. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციათაგანია, რომელიც ჩვენი კვლევებით მხილებულია, როგორც პარტია „ახალთან“ დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ვხედავთ, თუ როგორი ფორმით ახორციელებს მისი დამკვირვებელი პროცესებში ჩარევას. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნანა ტავლელიშვილი გააძევეს გლდანის მე-60 უბნიდან. ამომრჩეველს ხვდებოდა ეს ადამიანი, ართმევდა პირადობებს და ატყუებდა, თითქოს მათ არ უნდა მიეცათ იმ კონკრეტულ უბანზე ხმა. რის შედეგადაც მან შეძლო, რომ სამი ამომრჩეველი გაებრუნებინა უბნიდან. აქვე დაფიქსირდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ბრიუსელსა და სტოკჰოლმში საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ გახსნილი არის საქართველოს საელჩოს შენობებში, ვანდალიზმის კონკრეტული ფაქტები და წარმოდგენილი მასალა ამაზე მიუთითებს. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ამ დროისთვის, ფაქტობრივად 6 საათი არის გასული, რაც საარჩევნო უბნები გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 3 ათასი საარჩევნო უბანი არის გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებაში მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე, გარდა იმ ორი შემთხვევისა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ გაიგო და ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რაც მარნეულში ფიქსირდება და ნებისმიერი პირი, კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება და პასუხს აგებს",- განაცხადა მიქანაძემ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)