|
2024-10-26 14:53:43, 329 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს აერია პირადობის მოწმობები, მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მამაკაცმა ქალის პირადობის მოწმობით სცადა ხმის მიცემა. მიქანაძის განცხადებით, „სინამდვილეში, საარჩევნო უბანზე მისულ დედა-შვილს აერიათ მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. ამ ფაქტის გავრცელება, გივი მიქანაძემ დეზინფორმაცია და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა“. „„ტაბულას“ ინფორმაციით, კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს, აერიათ პირადობის მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)