|
2024-10-26 14:39:26, 386 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ [ვიდეო]
წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ფაქტებზე დაიწერა საჩივრები. „გამომდინარე იქიდან რომ საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაციის წარმოება, საჩივრები დაიწერა თითოეულო უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა მიქანაძემ. მიქანაძის თქმით, ლაგოდეხში 31-ე უბანთან და ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც „ლელოს“ 9-ნომრიანი გულსაბნევები ეკეთათ, რაც ასევე უკანონო აგიტაციის ფაქტია. „ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი. რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში, ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი. ქუთაისში საარჩევნო უბანზე „ლელოს“ წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც, დაიწერა საჩივარი და ის გაძევებული იქნა უბნიდან“,- განაცხადა მიქანაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)