|
2024-10-26 13:35:32, 322 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედია, ასე გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში
მოგეხსენებათ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. ძალიან მოხარული ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. 320 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და გააკეთა საკუთარი არჩევანი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა განაცხადა. კობახიძემ თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის. ასევე, მან ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ხშირად ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ასეთი რამ. „თითოეულ ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდება მომდევნო საათების განმავლობაშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საგანგებოდ ჩვენი პარტიის აქტივისტებს, მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში გავაგრძელებთ ამომრჩევლის მობილიზაციაზე ზრუნვას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს დღეს საკუთარი არჩევანი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)