04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 12:45:01, 310 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აქტივობა აღიზიანებთ რადიკალურ ოპოზიციას და მედიასაშუალებებს - მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი საარჩევნო გარემო [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა ამ დროისთვის მაღალია და მადლობას უხდის ამომრჩეველს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

კობახიძეის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში.

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ტარდება პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. ძალიან მოხარული ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. 320 000-ზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, გააკეთა საკუთარი არჩევანი და თითოეულ ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდება მომდევნო საათების განმავლობაშიც. ასევე, მინდა, საგანგებოდ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის აქტივისტებს, მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გავაგრძელებთ ამომრჩევლის მობილიზაციაზე ზრუნვას, რათა მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს დღეს საკუთარი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება საარჩევნო პროცესები მთელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ხშირად ასეთი რამ. ასევე იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ, პირად ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი უფლებაც მას აქვს კანონის შესაბამისად. ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე მათ მედიასაშუალებებს, თუმცა ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს. ყველას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მშვიდი საარჩევნო გარემო მთელი დღის განმავლობაში. ზოგადად ყველა სუბიექტს, იქნება პოლიტიკური პარტია, მედიასაშუალება თუ ნებისმიერი სხვა, რიგითი მოქალაქეები, ყველას ვთხოვთ, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას.

გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ვებგვერდი, რომელსაც ეწოდება შედეგები ჯი, ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები იქნება ჩაშლილი თითოეული საარჩევნო ოლქის შესახებ. რვა საათიდან მოცემული იქნება ამ ვებგვერდზე ასევე ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებს, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს. უკვე რვა საათიდან შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე.

ამ არჩევნებზე წყდება, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა, მათ შორის შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას, თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მივიღოთ არა მხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი  სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი აქტივობის მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, დანარჩენი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მაღალი აქტივობა, რათა ჩვენ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის",- განაცხადა  კობახიძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics