04:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 12:36:11, 307 ნახვა

პოლიტიკა
საია - საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო - ვიდეო

Საიამ პირველი ბრიფინგი გამართა და  11 საათის მდგომარეობით სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
ორგანიზაციის ხელმძღავანელო განცხადებით, საიას დამკვირვებლებმა თვალი მიადევნეს საარჩევნო უბნების გახსნის, მომზადების, კენჭისყრის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესს, ასევე, უბნების გარე პერიმეტრზე არსებულ ვითარებას.

“26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო.
Საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზები:
6:45 საათზე საიას მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი არ გაიხსნა მოსამზადებლად. ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 6:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დილის 8 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, შესაბამისად, დაგვიანდა კენჭისყრის პროცესის დაწყება.
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ:
რუსთავის ოლქში 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენებს ფურცელს, რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი.
მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით: რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა.
გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები - გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.
დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. საიას მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ვაკის ოლქის 66-ე უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ და სთხოვდნენ დამკვირვებლის მოწმობაზე სველი ბეჭდის არსებობას. საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ ის უბანზე შეუშვეს. კრწანისის 21-ე უბანზე დამკვირვებელს არ აძლევდნენ დაკვირვების და თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ლაგოდეხის მესამე უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშუალება. ხონის მე-3 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ უფლებას, ფოტო გადაუღოს ელექტრონული აპარატიდან ამოსულ ნულოვან ქვითარს. სამგორის 55-ე უბანზე დამკვირვებელს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიაღებინეს მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი პირების წილისყრაში. ქუთაისის ოლქის 49-ე უბანზე საიას დამკვირვებელს განსაკუთრებული აგრესიით მიმართავდა კომისიის თავმჯდომარე, არ აძლევდა თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევეს.
პერიმეტრზე არსებული დარღვევები:
გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით.
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ფონიჭალაში 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, პარტია „ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. საიას დამკვირვებელმა ფაქტზე რეაგირებისთვის შსს-ს მიმართა. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.
საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ფინეთის უბანში წილისყრა ჩატარდა კენჭისყრის დღეს, ხოლო ბრატისლავაში საარჩევნო ყუთები წინასწარ იყო დალუქული. ვილნიუსის, მიუნხენის, მადრიდის და პრაღის უბნები გვიან გაიხსნა.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics