|
2024-10-26 11:20:26, 386 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - არჩევნები „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად უკვე წაგებული აქვს [ვიდეო]
არჩევნები "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად უკვე წაგებული აქვს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, 2 მილიონ ამომრჩეველს თუ ასცდება ხმების რაოდენობა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მისივე თქმით, ამ დროინდელი აქტივობა ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა. "ძალიან დამაიმედებელი, უპრეცედენტო აქტივობაა ამ წუთისთვის, აქტივობა შეადგენს 9,5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტია 2012 წლის შემდეგ, მაშინ აქტივობა იყო დაახლოებთ 10%, სხვაობა თითქმის არ არის, ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთში რადგან ძალიან წვიმს. არჩევნები ქართულ ოცნებას პრაქტიკულად უკვე წაგებული აქვს, ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, თუ ასე გაგრძელდა დინამიკა საარჩევნო ხმის მიცემის, 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი მოვა, რაც გარანტირებულად ნიშნავს "ქართული ოცნების" დამარცხებას",- განაცხადა გვარამიამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)