2024-10-25 22:48:38, 360 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღის ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
26 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
- 08:30 სთ
- 10:30 სთ
- 12:30 სთ
- 15:30 სთ
- 17:30 სთ
- 20:30 სთ
- 22:00 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),