2016-02-26 13:22:38, 534 ნახვა
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე 18:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე დღის 14:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან