05:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 14:12:03, 272 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა თქვა, რომ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში - როგორც ვატყობ, კიდევ ერთი ტყუილის მოწმე ვართ

როგორც ვატყობ, არის კიდევ ერთი ტყუილი, რომლის მოწმე ჩვენ ვართ. 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ჩაატარა ბრიფინგი და მათ თქვეს, რომ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, შესაბამისად, აქვს ეჭვი, რომ არასამთავრობოების ეს ბრიფინგი წინასაარჩევნოდ შექმნილი თემა იყო, რომ კანონი სტრასბურგის სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

მანვე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ნათლად თქვა, რას ნიშნავს რუსული კანონი და გამოჩნდა, რომ ქართულ კანონს საერთო არაფერი აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. 

"დღემდე, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ, მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებულია ეს კანონი. თუმცა, დღემდე, არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ, ესეც საინტერესო იქნება, შეტანილი აქვთ თუ არა საერთოდ ეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუმცა,  როცა ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული თავად თემა და ტყუილი, რომ  თითქოს, ამ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს - უთხრა ეს ენჯეოებს, უთხრა ეს ოპოზიციას, უთხრა ეს უცხოელ პოლიტიკოსებს, უთხრა ეს უცხოელ დიპლომატებს, რომ ყველანი ისინი ტყუოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რომ ეს იყო მავნე დეზინფორმაციული კამპანია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics