|
2024-10-25 11:46:05, 472 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ვორქშოფების სერია გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ვორქშოფების სერია გაიმართა. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების სერიას კრეატივის სკოლის დამფუძნებელი, კოტე იანტბელიძე გაუძღვა. ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა სასკოლო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას კრეატიული იდეებისა და სამაგიდო თამაშების შექმნის დახმარებით. ვორქშოფის ,,როგორ გამოვიყენოთ სასკოლო საგნები კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად" ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ იდეების გენერირების მეთოდებს, სახალისო სავარჯიშოებს და სასკოლო თემატიკებიდან, სახელმძღვანელოების მასალებიდან კონკრეტული იდეების მოფიქრების მეთოდებს. საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების ფორმატის შესაბამისად, მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ჭრილში დააგენერირეს იდეები, დაჯგუფდნენ რამდენიმე გუნდად და სასკოლო საგნების მიხედვით შექმნეს და წარადგინეს სამაგიდო თამაშების კონცეფციები. „ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებს და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტებში ბანკის ჩართულობა. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, სწავლების პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებულ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების გაღრმავების მიმართულებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)