|
2024-10-24 20:43:47, 415 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა პრემიერის კანდიდატურის წარდგენა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო
გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა [პრემიერის კანდიდატურის წარდგენა] არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ექსპრესნიუსის" შეკითხვას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშრებით. "ექსპრესნიუსის" კითხვაზე : "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული გყავთ, თუმცა მისი დასახელება, 4 ოპოზიციური პარტიის მოსაზრების გათვალისწინებით, არჩევნების შემდეგ მოხდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ, რა ვადაში მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, საინტერესოა, დასახელდება ის პიროვნება, რომელიც უკვე შერჩეული გყავთ, თუ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები 26 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდება?" სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: "ქარტია ასწავლებინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერმინისტრს, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ერთმანეთის ყველაფერი გავითვალისწინოთ და მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში, ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს და ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, როდის შევთანხმდებით. ასევე არსებობს საკონსტიტუციო ვადები. ამ ვადებში უნდა იყოს წარდგენილი პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება ალბათ, საუბრები იქნება, ეს არის დემოკრატია. ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში. ბევრად უფრო მარტივია ერთი კაცის ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არის საზოგადოებისთვის მარტივი და მისაღები",- განაცხადა პრეზიდენტმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)