05:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 17:21:40, 370 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „რუსული ოცნება“ თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც საქართველოში რუსულ გავლენებს იკვლევდნენ

ლუსტრაციაა, რომ რუსული ოცნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ღიად თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთი სანდო, დასავლური ორგანიზაციის ბაზაზე იკვლევდნენ რუსულ გავლენებს საქართველოში და წლები ამხელდნენ რუსულ კვალს ორგანიზებული ყალბი ნარატივების უკან, სოციალური ქსელებში და არამარტო,- ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი “ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას.

ნაცვლიშვილის თქმით, “მმართველი პარტია რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ურცხვად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და დაუფარავად ცდილობს, იმოქმედოს ამომრჩეველთა განწყობებზე“.

“სწორედ ამგვარი ფაქტების მხილებაში ჩართულ პირებს შეუცვივდნენ დღეს სახლში და ამოიღეს მათი სამუშაო მოწყობილობები. ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, როდესაც ოლიგარქიულ ბანდას მოვაშორებთ მმართველობის სადავეებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრ ლევან გოგიჩაიშვილზე გუშინდელ თავდასხმის ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ “მსგავსი რამ მხოლოდ ავტოკრატიის ბოლო ჟამს ახასიათებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics