12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 15:46:13, 324 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: ვინმეს გარიცხვაზე საქმე არ დადგება, მაგრამ მორალურ საქციელზე ზოგს მოეკითხება

"ვინმეს გარიცხვაზე საქმე არ დადგება, მაგრამ  მორალურ საქციელზე ზოგს მოეკითხება",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და შემდეგ განვითარებულ  მოვლენებს განიხილავენ.
დავით საგანელიძემ ზაქარია ქუცნაშვილი მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, კვლავ მწვავედ გააკრიტიკა.
"სამწუხაროდ,  ზაქარია ქუცნაშვილს ისე უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა,  რომ ხშირ შემთხვევაში თავის თავს აძლევს იმის უფლებას რომ თქვას იმდენი სიცრუე და იმდენი სისულელე, რომ მერე თვითონ ვარდება მძიმე სიტუაციაში. რაც შეეხება კონფლიქტს, უმრავლესობაში არის 7 ფრაქცია და მათგან 6 ფრაქციას არანაირი პრეტენზია არ აქვს, რადგან უმრავლესობაში  არანაირი პრობლემა არაა.  აქ პრობლემა ერთ ფრაქციაშია. რადგან პრობლემა ფრაქციაშია,  იმიტომაც ვიმყოფებით ფრაქციის სხდომამაზე,  რომ არსებული პრობლემები გავარკვიოთ.თუ რაიმე პრობლემა აქვს ფრაქციას,  მაშინ  მან ინფორმაციისთვის ფრაქციის ხელმღვანელს უნდა მიმართოს. ვინმეს გარიცვხაზე საქმე არ დადგება, მაგრამ მორალურ საქციელზე ზოგს მოეკითხება",-განაცხადა დავით საგანელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics