|
2024-10-24 15:57:36, 369 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას
"ქართული ოცნების" არჩევნების შემდგომი გეგმები უპირატესად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისთვის და ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. "პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამაზე. მე მაინც ეკონომიკურ ნაწილს შევეხები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გვაქვს მთავარ ამოცანად. ეს არის სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა უნდა დავიჭიროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობის გარეშე ესეც შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად გავაფართოოთ ურთიერთობები. აგერ ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, ჩინეთი არის პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვისთვის. ჩინეთის ასეთ პროექტებში ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება. ყველა ის პროექტი, ეს იქნება გზები, საუკუნის პროექტად წოდებული ავტობანი ძალიან მალე, მთლიანად დამთავრებული იქნება. ქვეყანა შენდება, წინ მიდის, ვისაც დანახვა უნდა, ხედავს ამ რეალობას. ცხადია, არის პრობლემები, გამოწვევები. არ იფიქროთ, რომ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. იმას არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრადაა. ცხადია, არის გამოწვევები, მაგრამ მშვიდობის გარეშე ამ გამოწვევებსაც ვერ უპასუხებ, ვერ გადალახავ იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არის. ამიტომ, ყველაზე მთავარი არის მშვიდობა და შემდეგ ყველაფერი განვითარდება და წინ წავა",- განაცხადა კახა კალაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)