|
2024-10-24 11:01:48, 462 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო
"თიბისიმ" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორცილებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. "ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რომელთა ფარგლებშიც, ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ბიზნესი იღებს გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, დღეს მთავარი გამოწვევაა გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა. პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენი და EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით, სულ უფრო მეტი ბიზნესი დაამონტაჟებს მზის ელექტრო პანელებს, შეამცირებს ქსელური ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსს", - აცხადებს გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. "თიბისი" ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, "თიბისიმ", პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა. 2023 წელს "თიბისის" მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 1,23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგზე 57%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს "თიბისის" მუდმივად მზარდ წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)