|
2024-10-24 11:00:40, 546 ნახვა
სამართალი
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 2001 წელს დაბადებული ს.ა. და 2006 წელს დაბადებული ი.ხ. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში, დაშინების გზით, ფულის გამოძალვის მიზნით, ხელყუმბარა ისროლეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე დაზარალებულს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ პირებს გამოძალვაში დახმარებას ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ა.- და ი.ხ. უწევდნენ. საქმესთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 -181-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)