|
2024-10-23 23:03:29, 476 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი". "მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურებშიც ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი, მაგრამ ყველა საჯარო სამსახური ერთად რომ ავიღოთ, რაოდენობა არის შეზღუდული. პოლიცია და ჯარი საერთოდ ვერ მონაწილეობს შეკრებებში, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისად ჯარი და პოლიცია რომ გამოაკლო, უკიდურესად შეზღუდულია საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა. ანუ, ჩვენ რომ ყველა საჯარო მოხელე მიგვეყვანა იმ აქციაზე რომელიც დღეს გაიმართა, მაქსიმუმ 5% შეევსოთ ამ შეკრების. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურია ამ ადამიანების გზავნილები. შევდივარ მათ მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ამ ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, ეს არის მათი მდგომარეობა. მათი უფლებაა, რომ ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცივი წყალი გავუგზავნოთ",- განაცხადა პრემიერმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)