07:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 18:24:12, 316 ნახვა

საზოგადოება
ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“

ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზამთარში, როდესაც გზის საფარზე მოჭიდების პრობლემა იჩენს თავს. 

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდების, ATE-ს, TRW-სა და BOSCH-ის, სამუხრუჭე სისტემებს, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების გარანტიით. წარმოების დროს გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს ხუნდებისა და დისკების ხანგრძლივ მუშაობას.

პრემიუმ ხუნდებისა და დისკების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შექმნილია ცვეთისადმი გამძლეობით, რაც მათ უფრო ეკონომიურსა და ხანგრძლივად გამოყენებადს ხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის კარგი მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა - უფრო მოკლე მანძილი, რაც რთულ ან მოყინულ გზებზე გადამწყვეტია.

ATE - გერმანული, წამყვანი პრემიუმ ბრენდი, რომელიც აწარმოებს არა მხოლოდ ეკომეგობრულ სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებს, არამედ - მთლიანად სამუხრუჭე სისტემებს. ერთ-ერთი საუკეთესოა და გათვლილია სპორტულ ავტომობილებზე. გამოირჩევა სიხისტით და ორიენტირებულია სამუხრუჭე მანძილის შემცირებაზე, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სპორტული ავტომობილების შემთხვევაში ექცევა.

TRW - უფრო მეტად გათვლილია კომფორტულ გადაადგილებაზე, აქვს ეფექტიანი მუხრუჭი და აკმაყოფილებს ავტომწარმოებლის მიერ მოთხოვნილ ყველა კომპონენტს, კერძოდ, დამუხრუჭების დროს არ გამოსცემს ხმას, საჭეზე არ გადასცემს ვიბრაციას და არის ეკომეგობრული - თავის პროდუქციაში არ იყენებს გარემოსთვის მავნე პროდუქტებს.

BOSCH - ამ ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობითა და უმაღლესი ხარისხით და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გიგანტებს შორის. არის ძალიან საიმედო და ეფექტიანი.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს, არამედ - მაღალპროფესიონალურ სერვისს, რაც უზრუნველყოფს მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

პროფესიონალური დიაგნოსტიკა - თეგეტას სერვისცენტრებში შეგიძლიათ, მიიღოთ სრული სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს ხუნდებისა და დისკების მდგომარეობის შემოწმებას, სამუხრუჭე სითხის დონის განსაზღვრასა და სხვა დეტალებს.

სამუხრუჭე სისტემის მონტაჟი და მომსახურება - თეგეტას გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ პრემიუმ სამუხრუჭე სისტემების მონტაჟს, რაც უზრუნველყოფს მუხრუჭების სრულყოფილად ფუნქციონირებას. სერვისი მოიცავს ხუნდებისა და დისკების ზუსტ რეგულირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა.

სამუხრუჭე სითხის რეგულარული შემოწმება - სამუხრუჭე სითხის დროული შემოწმება და შეცვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე. თეგეტა გთავაზობთ სამუხრუჭე სითხის პროფესიონალურ შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლას.

 --

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანიათეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500000-მდე საცალო და 35000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics