02:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 17:57:40, 344 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ოქტომბერს ბრალდებულები ქ. თბილისში, სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქუჩაში მიმავალ დაზარალებულს მანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული ბრალდებულების მოძრავი ავტომანქანისკენ გაემართა, რა დროსაც მძღოლმა მოძრაობის სიჩქარე შეამცირა და სროლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა, ავტომობილში მის უკან მჯდომმა მეორე ბრალდებულმა კი დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რითაც ადგილზე მოსიარულე ქვეითების სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც შეუქმნა საფრთხე. სროლის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ" და „ი" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics