07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 11:08:41, 348 ნახვა

პოლიტიკა
ბოტკოველი - გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველის თქმით, პოლიციელებს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან “ტანდემში მუშაობას აიძულებენ".

“ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადასხვა სახის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რათა მოხდეს ადამიანების დაშინება, პირადობის მოწმობების ამოღება და იძულება იმისთვის, რომ გააფერადონ 41 ნომერი.

მინდა მივმართო ყველა პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას: პოლიციელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მისი მუნდირის შეურაცხყოფა.

მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არ გავავრცელებ მათ სიებს, რომელიც მაქვს, სხვათა შორის, შიდა წყაროებიდან მოწოდებული, სადაც ჩანს, როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა მისამართზე და როგორ აიძულებს მათ ხელმძღვანელობა, ჩაიდინონ დანაშაული.

ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებო! მათ შორის, ჩემო მეგობრებო, მაგალითად, თელავსა და კახეთის სხვა რეგიონში, რომლებსაც გაიძულეს, რომ ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ მოქალაქეები, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ეს არის დანაშაული და მინდა მოგიწოდოთ, არ ჩაებათ ამ დანაშაულში, რადგან მისი ჩადენა შეურაცხყოფს, პირველ რიგში, თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და ემუქრება მათ ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“,- განაცხადა ბოტკოველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics