|
2024-10-22 16:57:18, 444 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან პირადად მიიღო გზავნილი - მოგვიწია წნეხის გაძლება, რომ ქვეყანა ომისგან გადაგვერჩინა
ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, შესაძლებელი იყო, თუ არა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ, პრემიერმა უპასუხა, რომ გუნდმა ამაზე ღარიბაშვილისგან ინფორმაცია მაშინვე მიიღო. „ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ყველაზე მძიმე იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები და შესაბამისი შეხვედრები. შემდეგ მარტში იყო ინტენსიური პროცესები და გახსოვთ, ივნისში რა მოხდა, როცა უსამართლოდ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც სცადეს რევოლუციის მოწყობა, რათა აერიათ ეს ქვეყანა და საქართველო ჩაერთოთ ომში. ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი",- განაცხადა კობახიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)