08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 12:36:07, 338 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ზუგდიდში, შსს-ს პოლკოვნიკი გდდ-ს თანამშრომლებისგან „საეჭვო ოჯახის წევრთა“ პირადობის მოწმობებს ითხოვდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს „საეჭვო ოჯახის წევრთა“ სიასა და პირადობის მოწმობებს სთხოვდა, რათა „ისინი არჩევნებზე არ წასულიყვნენ“. 

როგორც წითლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ამაყი საქართველოს მოქალაქეები უკანონო ბრძანებებს აღარ ასრულებენ“.

„ქართული ოცნების“ უსუსური და უბადრუკი მცდელობა, პირადობა ჩამოართვას და სახლში დატოვოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები, ყოველდღიურად სრულდება კრახით ზუგდიდში. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. 

ზუგდიდში ამ დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილებაა და ისინი არიან სანქცირებული „ხარებას“ ზედამხედველობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ჯერ ოჯახის წევრების სიას, შემდეგ კი იმ საეჭვო ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების მიტანას განყოფილებაში, რომლებიც არ აძლევენ ხმას „ქართულ ოცნებას“. 

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ თანამშრომლებს პირადად ესაუბრათ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ამ ადამიანებმა დაასახელეს უკანონო დავალებების მიმცემ პირთა სახელები და გვარები. 

ჩვენი რეაგირების შემდეგ, პოლიკარპე ჯღამაძემ ეს ადამიანები დაიბარა და უთხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია სადამკვირვებლოო მისიების ინფორმირებულობის შესახებ და ამ ადამიანებს გაუუქმდათ პირადობის მოწმობების მიტანის ვალდებულება.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უკანონო ბრძანებებს აღარ ასრულებენ ამაყი საქართველოს მოქალაქეები, ზუგდიდელები და ეს უკანონო ბრძანება პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ სრულდება კრახით. 

ახლა მე მინდა მივმართო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და პოლკოვნიკ პოლიკარპე ჯღამაძეს: ხომ ნახეთ, რომ თქვენი უკანონო ბრძანება დასრულდა კრახით, ხომ ნახეთ, რომ თქვენი თანამშრომლები ამ ბრძანებას არ ასრულებენ, თქვენ იცით, რომ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებისთვისაც ეს უკანონო დავალება გაქვთ მიცემული, მოგიწოდებთ, რომ დღის ბოლომდე კეთილი ინებოთ და ეს ადამიანები გაათავისუფლოთ ამ ვალდებულებისგან“,- განაცხადა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics