08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 12:22:59, 255 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - სადამკვირვებლო ოთხი ორგანიზაცია ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია

ოთხი ორგანიზაცია: „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რეალურად, ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია, რისი დადასტურებაცაა შემდეგი გარემოება: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ოთხივე ორგანიზაციის სახელით, ერთი და იმავე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა,- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე, განაცხადა, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნებზე რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, უშანგი მიქელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც მისი ამ პარტიისთვის შეწირული თანხაც ადასტურებს. 

რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციას „ქართული ორდენი“, მიქანაძის განმარტებით, ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ გრიგალაშვილი, ვარშავაში „ნაცმოძრაობის“ მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრია. 

„უშანგი მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“სასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.

საყურადღებოა დამკვირვებლად რეგისტრირებული ორგანიზაცია „ქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრია“,-  განაცხადა მიქანაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას“ და  ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობას“ ერთი და იგივე მინდობილი პირი - ივანე ბურდული ჰყავს, რომელიც, 2020 წელს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. 

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას“ და  ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით მოითხოვა მინდობილმა პირმა - ივანე ბურდულმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობა“-ს ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს, 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“-ს სასარგებლოდ 3000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება“,-  განაცხადა მიქანაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics