08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 10:31:37, 244 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი - ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ

ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად. ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და არარეალურს მოგახსენებთ, რაც მაქვს მხედველობაში,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს. 

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ მაშინ „გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და დღეს, როცა ვაშენებთ, ეს უკვე დანაშაულია“.

„გაიხსენეთ აქსისის მშენებლობა რომ დაიწყეს. მიდის აღმშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებს, აღმაშენებელი არავინ იყო, უკვე დააკნინეს და ასე შემდეგ. მშენებლობა და აღმშენებლობა რა თქმა უნდა, კარგია. ხომ გახსოვთ, ოთხი კუთხიდან ხსნიდნენ, ამ დროს ამდენი მშენებლობა არ ჰქონდათ და ამაზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის. ახლა ნებისმიერ მშენებლობას, რასაც არ აშუქებენ პირდაპირ დანაშაულის სახით, მუსიკა ისეთი ადევს, რომ -აი კიდევ აშენებენ ეს ნაძირალები, დაახლოებით  ასეთი [ტექსტია]. ახლა, ეს ყველაფერი შეცვალეს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც ესენი გარედან იღებენ. ამიტომ დავიწყე მე, როდესაც ლიბერალურ იდეოლოგიაზე მოგახსენეთ ფსევდოს ვეძახი მეთქი კულტურულად, თუმცა ფაშისტურსაც ბევრი ეძახის, რამეთუ მასთან უფრო ახლოსაა, რომ ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად. მაშინ გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და აღმაშენებელსაც რომ არ ესიზმრებოდა, დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია. ახლა გადმოაბრუნეს ეს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევა გვაქვს ყველა მიმართულებით“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics