|
2024-10-21 22:13:06, 369 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - ლგბტ პროპაგანდის დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი
ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ის, რომ ოპოზიცია ამას ესე მარტივად გვაყრის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ სანამ ადამიანი არსებობს ასეთები იყვნენ, მაგრამ მიდის ამის აგიტაცია და აგიტაციის ფონზე მაქსიმალურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება საზოგადოების ეს ნაწილი. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვიცავს, მადლობა ღმერთს, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ისტორიული მახსოვრობა და ამ მხრივ მე მგონი, რომ კარგად ვუმკლავდებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, "ლგბტ პროპაგანდის დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი". „მე მოვედი პოლიტიკაში და ორველი მოვიტანე „1984“ - ომია მშვიდობა, გაუნათლებლობა არის ძალა და ა.შ. ტერმინები, ვირტუალური სამყარო უნდა აგიგონ, რასაც გეტყვიან - ეს არის ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი. ლიბერალიზმის მეტი ყველაფერია აქ, რა თქმა უნდა ფაშიზმთან უფრო ახლოა. რასაც გეტყვიან ის უნდა დაიჯერო, მაშინ ხარ ლიბერალი, თორემ შენ თუ შეეწინააღმდეგე, აგერ აი ვიღაც მასწავლებელი ამბობს ერთ-ერთი ქვეყნის, ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნის, რომ ორი სქესიაო, თავის აზრს ამბობს, არ არის მეტიო - ციხეში ჩასვეს. არის ასევე ძალიან განვითარებული ქვეყანა ევროპაში, უარყოფით კონტექსტში კი არა, საეჭვოდ რომ მოიხსენიო ეს საზოგადოება, მეორემ გიჩივლოს - ციხეში დაგიჭერენ. ამისი დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი. ამის შემდეგ ჰაქსლი ნახეთ „საოცარი ახალი სამყარო“ , იქ უკვე არის ამ წიგნში, რომ საბავშვო ბაღში ბავშვებს სექსუალური თამაშები აქვთ, რომ ერთი პარტნიორი არაფრით არ შეიძლება რომ ჰყავდეს და ა.შ. აგერ რეალობა დღეს ეს უკვე, საბავშვო ბაღებში შეიტანეს. ჯერ კიდევ ფორმალურად ვითომ პედოფილიას ებრძვიან, მაგრამ ნახეთ, ისევ ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ, მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ, როგორ გაკვეთილებს უტარებენ. ბავშვს შეუძლია, აი კიდევ ერთი მაგალითი, მოზარდს შეუძლია გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული ოპერაცია, ისე, რომ მშობლებს არ შეუთანხმოს. როგორ წარმოგიდგენიათ? და მშობლები თუ წინააღმდეგი წავიდნენ ციხეში დაიჭირეს, ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია საკუთარ შვილს რომ ოპერაცია არ გაუკეთეს. აი ის მარტივი პროპაგანდა, რასაც გამოდიან დღეს და ესე უსინდისოდ აცხადებენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რა მოხდა რა გვაქვს აქ დასაცავი? არაფერიც არ არის მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ახირებაა „ქართული ოცნების“. ეს იწყება მცირეთი, მარტივად ქუჩაში გამოსვლით, უამრავი მაგალითია სად მიდის ეს და საბოლოო ჯამში ისეთმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს ისეთი ქვეყნიდან, რომ ქალი ხარ თუ კაციო შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ სხვასო, არ იცისო ის ჯერ ქალია თუ კაციაო, ბიჭია თუ გოგოაო, არაო, ეს მერე თვითონ უნდა გაიგოსო და თანაც დღეში უკვე ხუთჯერ შეგიძლია გამოიცვალო, შეგიძლია თქვა, რომ 5 წუთის წინ კაცი ხარ და არა, მე უკვე ქალი ვარ. აი ესაა, რომ შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)