17:06 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 20:21:02, 407 ნახვა

პოლიტიკა
მეცოლა - ევროპა არის მოლდოვა, მოლდოვა არის ევროპა - მადლობა მაია სანდუ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება.

რობერტა მეცოლამ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისმა ლიდერობამ ისტორიის კურსი შეცვალა.

"ყოჩაღ, მოლდოვა. მადლობა თქვენი სიმამაცისთვის. მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა. მოლდოვა არის ევროპა. ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება“,- წერს მეცოლა X-ზე.

ცნობისთვის, მოლდოვა მოლდოვაში რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების 100% დაითვალეს. საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.

ამასთან ერთად, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics