|
2024-10-21 12:26:14, 419 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ „ოცნებას“ იოტისოდენა შასნიც აღარ აქვს
გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს, საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, “საქართველო ცივილიზებულ ქვეყანათა შორის ყოველთვის იქნება და ღირსება და დამოუკიდებლობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასდროს დადგება“. “გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა. მინდა, ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც აქციაზე მოვიდა. საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ კარგად დაანახა მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის. საქართველოში ღირსება და დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა შემხვდა და იყო გუშინდელ აქციაზე. მადლობა მინდა ვუთხრა უფროსი თაობის ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ იოტისოდენა შასნიც აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”. ეს ხალხმრავლობა და ეს ზეიმი, რომელიც იყო ქართული ენერგიის, ქართული თვითშეგნების ზეიმი, აუცილებლად უნდა გადავთრამგნოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. ის ტალღა, რომელიც არის ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების, წალეკავს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)