|
2024-10-21 11:19:24, 396 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს
ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი „ენჯეოსექტორი“ აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს,- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თბილისში გამართულ მარშს, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო. „ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი „ენჯეოსექტორი“ აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს - ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ. არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს. ასეთი ჯერ არ უქნია არავის“,- წერს მდინარაძე. შეგახსენებთ, თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)