|
2024-10-21 10:02:34, 412 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ივანიშვილმა 2012 წელს გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი თბილისში გამართულ მარშს, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება და მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით შეფასებებს „უნიჭო მანიპულაციებს“ უწოდებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მივიდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირონ. „გუშინ ჩატარდა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი. მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით და აქედან რამდენიმე დღეში არჩევნები 55%-ით მოიგო. როგორც ჩანს, იგივე სცენარი მეორდება, ოპოზიციის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას - ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ. 26 ოქტომბერს მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა ოპოზიციას და ამით მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ პროგრესს და სამართლიანობას!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)