|
2024-10-20 19:08:25, 344 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში სახალხო მარში 5-ივე ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე დასრულდა
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - სახალხო მარში თბილისში, 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ წავიდნენ. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები. მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. '' ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულებულია, ეს არის წინასწარი რეპეტიცია, 26 ოქტომბერი არჩევნების" - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მორაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა. მისი თქმით, ''ქართული ოცნება'' დამარცხებულია და მას ამ ფაქტის შეგუება მოუწევს: მე არა მგონია, თუნდაც პოლიციელებმა ან ნებისმიერმა საჯარო მოხელემ გაბედოს და წავიდეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ''ქართული ოცნება'' დამარცხებულია, ახლა საკითხი დგას შეეგუება თუ არა ამას, მას მოუწევს შეეგუოს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და ეს არის ევროკავშირის წევრობა"- თქვა მან. "ხალხი იმარჯვებს, ვიშორეთ ივანიშვილს"- ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. პოლიტიკოსი ევროპულ მარშს გმირთა მოედანზე შეუერთდა: ''ქართული ოცნება'' ბოლომდე გადატეხილია, ჩამოშლილია და თქვენ ნახავთ, რომ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს ერთიანად მოვიშორებთ. 20% აიღებენ ხმებს, მაგრამ მთავარი არის რომ წავიდეთ ევროპისკენ. ეს არის დღე, როცა ერთად უნდა ვიდგეთ და გავიმარჯვოთ. დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, რომ მოვიპოვოთ დიდი გამარჯვება 26- ში. 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმი"- თქვა ვაშაძემ. თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე, დაგეგმილია აქცია-კონცერტი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს. ჩვენთვის გადარჩენა არის ევროპა - მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ევროპული მომავლის გადასარჩენად თავისუფლების მოედანზე მივიდეს. დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას - ამბობს უშიკიშვილი. ' ეს არის მუხტი, იმის რასაც ჩვენ რეგიონებში ვხედავდით, მუხტი გადმოვიდა რეალურად აქ, ეს არ იყო მოულოდნელობა. საზოგადოება ხვდება, რომ ჩვენთვის გადარჩენა არის ევროპა. ყველა დადგება და ყველა გამოვა. მე მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მეგობრებო თქვენ უნდა გამოხვიდეთ. თქვენ, რომ გეშინიათ იმის, რომ არჩევნები გაყალბდება, ხმებს მოიპარავენ და ა.შ. მნიშვნელოვანია დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. ყველანი დღეს უნდა ვიდგეთ, თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა გიორგი უშიკიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციას 19:20 ზე დადიანის ქუჩის დასაწყისიდან შეუერთდება მსვლელობას
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)