11:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-19 22:28:46, 404 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ხალხი ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობა

ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება.

„მოგესალმებით ძვირფასო იმერლებო, სიმბოლურია, რომ ჩვენი რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება იმართება ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო და საფუძველი დაუდო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანას.

იმერეთი არის მხარე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, მეცნიერების, ღვთისმეტყველების, ქართული კულტურის, მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, ხუროთმოძღვრების, ქართული სპორტის განვითარებაში. იმერეთი ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო. იმერეთში ცხოვრობს გამორჩეულად ღირსეული, თბილი, ნიჭიერი და ლამაზი ხალხი. მინდა დიდი სიყვარულით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთათურს, წყალტუბოელს, სამტრედიელს, ვანელს, ხონელს, ზესტაფონელს, ბაღდათელს, თერჯოლელს, ტყიბულელს, ხარაგაულელს, ჭიათურელს და საჩხერელს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კუთხის, იმერეთის შვილმა მოგვცა შესაძლებლობა, 2012 წელს გავთავისუფლებულიყავით ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. თქვენთან ერთად მინდა ამისათვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ყველას გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ძარცვა, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა. ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უცხოური აგენტურა და მისი სისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ჩვენს ქვეყანაში.

ამ ყველაფრის დაბრუნებას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics