|
2024-10-19 20:02:10, 401 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - სუპერმარკეტსა და აფთიაქში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ
დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, მაღაზიათა ქსელებში 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. "დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე... ის რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არის დანაშაული და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით",- განაცხადა თამარ კორძაიამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)