|
2024-10-18 17:57:46, 314 ნახვა
პოლიტიკა
„შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ ზომები“ - არასამთავრობოები პირადობების შესაძლო ჩამორთმევის შემთხვევებზე
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში ბოლო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა. ორგანიზაციები სამართალდამცავ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივად მოუწოდებენ, რომ შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო დარღვევის საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო („საერთაშორისო გამჭვირვალობა“) შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში ბოლო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს/საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებულ პირებს (ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებული გარკვეული პირები მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს) სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მათთვის გადაცემას. არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ხოლო იმავე კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დასახელებული ფაქტები ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, დამუშავება და გადაცემა. ამასთან, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით. ორგანიზაციები სამართალდამცავ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივად მოუწოდებენ, რომ შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო დარღვევის საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)