17:57 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 16:31:41, 349 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციის, მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობოების მხრიდან

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძის თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის ტირაჟირებაა.

„დღეს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ვითომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.

ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოო დადასტურდა რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო.

ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით",- განაცხადა მიქანაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics