|
2024-10-18 16:25:57, 374 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს და ევროკავშირში გაწევრიანდეს
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება. როგორც ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს და ევროკავშირში გაწევრიანდეს. "ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ. თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ მას არ შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ",- წერს ფიშერი X-ზე. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)