23:53 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 14:46:28, 1135 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაც მოძრაობის“ მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება

"მსურს გაგაცნოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მორგებული და გათვლილია აჭარის თითოეული მცხოვრებლის საჭიროებებზე, მათ კეთილდღეობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზნით და სულისკვეთებით ვხელმძღვანელობდით აქამდე და დარწმუნებული ვარ რომ 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ახალი შემართებით გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მან ასევე ისაუბრა რეგიონში წინასაარჩევნო გარემოზე და ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო გარემო როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე აჭარის რეგიონში.

"მინდა კომენტარი გავაკეთო მათ შორის კოლექტიური ნაც მოძრაობის სატელიტ პარტიებზე: ჩვენმა მოსახლეობამ აჭარაში, ჩვენმა ძვირფასმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის, ნაც მოძრაობის მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება აჭარაში, არამარტო ცალკეული ოჯახების, არამედ მთლიანი გვარების გაუბედურება, მათი გაკულაკება და წარმოუდგენელია, რომ ქობულეთში, ბათუმში ამ პარტიამ, რომელიც შეხმატკბილებულია ნაც მოძრაობასთან, მიაღწიოს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ ამ წინასაარჩევნო გარემოში გავაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან, ამომრჩევლებთან აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მთლიანად გუნდი, ასევე ჩვენი ძალიან ღირსეული დელეგატები. დარწმუნებული ვარ რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ სწორედ იმ მშვიდობის, სწორედ იმ ღირსების და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გათვალისწინებით შევძლებთ, რომ წინ ვიაროთ ევროპული სახელმწიფოსკენ",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics