|
2024-10-18 13:28:47, 480 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, კერძოდ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების, რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, დეტალურად დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, შვედური წარმოების 5 620 კოლოფი საღეჭი თამბაქო აღმოაჩინეს. "უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგო ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული და უფლებამოსილი პირის მიერ ზეპირი გამოკითხვისას, მან არადეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაცია უარყო. აღსანიშნავია, რომ შეფუთულ საქონელზე, ქართულ ენაზე, არ იყო დატანილი სავალდებულო მითითებას დაქვემდებარებული სამედიცინო გაფრთხილებები. ამასთან, არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას ითვალისწინებს. კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. დამატებითი ინფორმაცია შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის შესახებ, ასევე სრული ინფორმაცია სასაქონლო კოდების, მათ მიმართ სავალდებულო რეგულაციების/განაკვეთების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/800cbef0-32bf-4f06-94fe-8afd2bf144a0?openFromSearch=true https://rs.ge/CommodityCodes?cat=2&tab=1",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)