|
2024-10-18 12:51:45, 387 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ „ოცნება“ მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობს
გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ ხელისუფლებისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძემ ზუგდიდში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ კანონდარღვევაზე რეაგირება მოახდინოს. „ზუსტად რვა დღე დარჩა რუსული ოცნების დამარცხებამდე და საქართველოს უპირობო გამარჯვებამდე. რა მცდელობაც უნდა ჰქონდეს რუსულ ცნებას, დააშინოს და პირადობის მოწმობები წაართვას ამომრჩევლებს, ამას ვერ შეძლებს, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, რომლისთვის მიცემული ხმა არის მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის დასამარცხებლად. ბოლო რვა დღეში, გრძნობს რა წაგებას, ზუგდიდში და სამეგრელოში რუსული ოცნება გაშმაგებით ცდილობს პირადობის მოწმობების ტოტალურად ჩამორთმევას იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი. დღეს მე ვასახელებ ამ ადამიანებს: სოფელ ოქტომბერში - ზაალ გეგეჭკორი - აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, ადიკო ივანიშვილის ნათლული; პავლე გეგეჭკორი - სოფელ ოქტომბრის რწმუნებული; ასმათ უბილავა - „ქართული ოცნების“ აქტივისტი; დათო ქირია - ასმათ უბილავას მეუღლე, რომლებიც მიუვარდნენ სოფელში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რომლებმაც მათ პირადობის მოწმობა არ მისცეს. ამის შემდეგ ზაალ გეგეჭკორი ამომრჩევლებს დაემუქრა, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებდნენ. ასევე, ვასახელებ სოფელ რიყის რწმუნებულ გიორგი ჯოჯუას, რომელიც ემუქრება კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს. მივმართავ ამ ადამიანებს: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც გადავცემთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ეს არის აუდიოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ თქვენ ცდილობთ, პირადობის მოწმობები წაართვათ ამომრჩევლებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამას გარდა, ამ ნაბიჯით თქვენ ვერ შეძლებთ, მიაღწიოთ მიზანს და მოქალაქეებს წაართვათ ხმის მიცემის უფლება. ასევე, მოვუწოდებ შსს-ს, დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინოს ზემოთდასახელებული ადამიანების მხრიდან კანონდარღვევაზე",- განაცხადა ანა წითლიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)