13:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 17:10:02, 701 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე“ - ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია დაამტკიცა

ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოს საკითხზე დეკლარაცია დაამტკიცა. აღნიშნული დეკლარაცია კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის ნიშნების გამო.

ამასთან, კონგრესში აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და ხელახლა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები.

"კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით. ეს მოვლენები დაგმო კონგრესის პრეზიდენტმა განცხადებებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და ანტი ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.

გარდა ამისა, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახვევის რისკს, რომელიც გამწვავებულია თავდასხმებით, დაშინებით და განსხვავებული აზრის გამომხატველ პირებზე განხორციელებული ზეწოლით.

შედეგად, იზრდება შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაიცვას ევროპული დემოკრატიული პრინციპები და იაროს ევროპული მომავლისკენ, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებზე ხელისუფლების ყველა დონეზე.

ამ კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს და თანაბარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების ყველა დონეზე.

კონგრესი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოქალაქეთა ხმის მატარებელი როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და მათი უფლება, განახორციელონ თვითმმართველობა დევნისა და შურისძიების შიშის გარეშე, გარანტირებული უნდა იყოს ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად... 

კონგრესი ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომლის ორგანიზებას კონგრესი აპირებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ",- ნათქვამია დეკლარაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics