|
2024-10-17 17:05:55, 375 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, პარტიაა, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე
არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის მინიშნებები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. მისივე თქმით, ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა დასვან კითხვები და შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი. „არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები. ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, სადაც არის ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სადაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე. ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. ამისთვის არის საჭირო ასეთი განცხადებები. მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)