|
2024-10-17 15:30:54, 628 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. როგორც ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის ნამდვილი დიპლომატიისთვის მომზადება და მისი იძულება „სამართლიანი მშვიდობისთვის“ მხოლოდ "გამარჯვების გეგმას" შეუძლია. მისივე თქმით, თუ პარტნიორები "გამარჯვების გეგმას" მიჰყვებიან, ომის დასრულება შესაძლებელი გახდება არაუგვიანეს მომავალი წლისა. "ჩვენ უკვე ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა "მშვიდობის ფორმულის" პუნქტებთან დაკავშირებით. დღეს საფრანგეთში მეხუთე იმართება. მადლობელი ვარ საფრანგეთის მისი ჩატარებისთვის. ნოემბერში ჩვენ შევიმუშავებთ სრულფასოვან დოკუმენტს "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე და მას გავუზიარებთ ყველას, მათ შორის რუსებს, მშვიდობის სამიტზე",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)