|
2024-10-17 14:59:39, 312 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - მხარე, რომელიც აგებს არჩევნებს, ცდილობს, გამოიყენოს შესაძლებლობები რევოლუციური სცენარების გასავითარებლად - სუს-ის განცხადება პრევენციულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს, ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების გასავითარებლად, ხოლო სუს-ის განცხადება არის პრევენციული. „მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი არის - მხარე, რომელიც პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს, ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების გასავითარებლად. ის განცხადება, რაც გაავრცელა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არის პრევენციული, მაგრამ ამავდროულად საგანგაშო. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს ადამიანები მზად არიან ყველა მეთოდით და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, როგორმე საკუთარ საწადელ მიზანს რომ მიაღწიონ. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონიერი გზით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რომ ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)