|
2024-10-17 12:09:11, 358 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ოცნების“ ოფისში წაიღეს
კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. როგორც კორძაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს "აგებს" და "ჩართო სახელისუფლებო მანქანა, რათა საქართველოს მოქალაქეები დააშინოს ან მოისყიდოს". კორძაია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. "არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები. მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა "ქართული ოცნება". 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ",- განაცხადა კორძაიამ.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)