|
2024-10-16 16:13:18, 394 ნახვა
პოლიტიკა
„წერილს კიდევ ერთხელ გავუგზავნით“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებენ
იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაბარების მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახდა. "ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება, იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს განცხადება, შესაძლებელია, შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას",- თქვა ბრეგაძემ. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უწყებაში დღესაც იყო დაბარებული, თუმცა სხდომაზე ორბელიანების სასახლიდან არავინ მისულა. "განმარტებების გასაკეთებლად მოწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც სამწუხაროდ, არ გამოცხადდა. ეს ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანამშრომლოდ",- ამბობს ბრეგაძე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)