|
2024-10-16 13:04:15, 378 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესოდ 9 მიმართულებით დაასახელა
16 ოქტომბერი, 2024- Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" გამარჯვებულად 9 გლობალურ და რეგიონულ კატეგორიაში დაასახელა. მათ შორის, "საქართველოს ბანკი" დასახელდა საუკეთესო ციფრულ და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. კატეგორიების გამარჯვებულები ჟიურიმ ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების, შეთავაზებების, მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის, განხორციელებული ციფრული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების მიხედვით გამოავლინა. მსოფლიო:
ცენტრალი და აღმოსავლეთ ევროპა:
„თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, "საქართველოს ბანკში" მიზნად დავისახეთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მოწინავე, თანამედროვე საბანკო სერვისები და პროდუქტები, რომლებიც მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რათა ფეხი აუწყოს მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და შექმნას ინოვაციური საბანკო გამოცდილება 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებლისათვის. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება 9 კატეგორიაში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასება. მინდა მივულოცო ჩვენს 8000-ზე მეტ გუნდის წევრს ეს გამარჯვება და მადლობა გადავუხადო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)