20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:26:23, 503 ნახვა

საზოგადოება
ადამიანებს, რომლებმაც სახელწმიფო საწარმოებში მუშაობისას ჯანმრთელობის დაზიანება დამსაქმებლის მიზეზით მიიღეს, სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის

 „ადამიანებს, რომლებმაც   სახელწმიფო საწარმოებში მუშაობისას  ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება დადასტურებულად    დამსაქმებლის მიზეზით და არასათანადო სამუშაო პირობების გამო მიიღეს, სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის.

ცვლილება „შრომითი მოვალეობის  შესრულებისას დასაქმებულის  ჯანმრთელობისთვის  ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების  დახმარების დანიშვნისა და  გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მაერტის #45 დადგენილებაში შედის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით,  აღნიშნული დადგენილება შინაარსობრივად აღადგენს იმ დადგენილებას, რომელიც 2007 წლამდე მოქმედებდა:

„ეს დადგენილება 2013 წლის მარტშია მიღებული და შინაარსობრივად, ის აღადგენს იმ დადგენილებას, რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე და 2007 წელს გაუქმდა. ამ დადგენილების შინაარსია, რომ ის ადამიანები, ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობნდნენ სხვადასდხვა საწარმოში, რომლებსაც მართავდა სახელწმიფო და დადასტურებულად მათ მიიღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება დამსაქმებლის მიზეზით და არასათანადო სამუშაო პირობებით, მათ სახელმწიფო უხდით კომპენსაციას, პენსიის ნაირსახეობას, რომელსაც ჰქვია კომპემნსაცია. ასეთი არის  რამოდენიმე საწარმოს მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იყო ჟინვალის საწარმოსთან მიმართებაში, როდესაც რამოდენიმე ადამიანს უკვე დაენიშნა კომპენსაცია, 10-მა ადამიანმა ვერ მაოსწრო ამ პროცედურების გავლა და ახლა გაიარეს და დადგენილი წესით აღუდგათ და იყო კიდევ 85 ადამიანი, რომლებსაც დოკუმენტაცია სრულ წესრიგში არ ჰქონდათ; მეტნაკლებად მოვუყვანეთ წესრიგში და დადგენილი კანონით მათზეც გავრცელდება კომპენსაცია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics