02:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 15:02:20, 333 ნახვა

საზოგადოება
სანოტარო მომსახურების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებში გახდა შესაძლებელი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის (დუისის) საზოგადოებრივ ცენტრში, დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაითვალისწინა მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა და საზოგადოებრივი ცენტრების 200–ზე მეტ მომსახურებას დაემატა კიდევ ერთი სერვისი – სანოტარო მომსახურების ადგილზე მიღება. 
საზოგადოებრივი ცენტრები სამ მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნით შეირჩა. ყვარელწყალი (ახმეტისმუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორიმუნიციპალიტეტი) და მუხაესტატე (ქობულეთისმუნიციპალიტეტი) - ამ სოფლებში განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობას ნოტარიუსი კვირაში ერთი დღის განმვალობაში მოემსახურება. ყვარელწყალსა და მეჯვრისხევში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ნოტარიუსი ხუთშაბათობით იმუშვებს, მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში - სამშაბათობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
"2012 წლის ნოემბერში საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ნოტარიუსის გარეშე იყო დარჩენილი. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სანოტარო მომსახურების მისაღებად მეზობელ მუნიციპალიტეტებში უწევდა წასვლა. ეს კი დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული. ამჟამად ნოტარიუსი უკვე 10 მუნიციპალიტეტში დაინიშნა. უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის სანოტარო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება",-აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი სერვისების დამატება მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics