|
2016-02-25 18:22:25, 693 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო ტყიბულელი მეშახტეების საკითხზე: მოგვცენ საშუალება, პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტყიბულელი მეშახტეების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სერგეენკოს განცხადებით, იმისათვის, რომ პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს, საჭიროა, მკაფიოდ გაიმიჯნიოს ამ მოვლენების შრომითი დავის ნაწილი და პოლიტიკური შეხედულება. მისივე განმარტებით, შრომითი დავების ნაწილში არ ჩანს არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დიალოგი არ შეიძლება. დავით სერგეენკო მხარეებს მოუწოდებს, მისცენ საშაულება, პროცესები დიოალოგის რეჟიმში გადაიყვანონ. „რაც შეეხება ტყიბულში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, აქ არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ვალდებული ვარ, რომ ხაზი გავუსვა. პირველი ის, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებაა შრომითი დავების მედიაცია. არა მხარედ გამოსვლა, არამედ სწორედ რომ მედიაცია. სამინისტრო ამ პროცესების პირველი დღეებიდანვე ჩართული იყო, აქტიურად მონაწილეობს და ახლაც იქ არიან ჩვენი წარმომადგენლები. რაც შეეხება იმას, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დაასრულდეს, გადავიდეს მოლაპარაკების ფაზაში, ძირითადი საკვანძო საკითხები იქნას განხილული ცივილურად და კანონის ფარგლებში, საჭიროა, რომ მკაფიოდ გაიმიჯნიოს ამ მოვლენების შრომითი დავის ნაწილი და რაიმე სხვა შემადგენელი- იქნება ეს პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულება, თუ რაიმე სხვა.ცალსახად ვადასტურებ, რომ შრომითი დავების ნაწილში ჩვენი შეფასებით არ ჩანს არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც არ შეიძლება დიალოგი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ასევე, ეს განვითარებული მოვლენები მიუხედავად იმისა, რომ დომინანტი არის შრომითი დავა, ასევე მოიცავს სხვა აქტივობებსაც ისეთს, როგორიც არის წლის დასაწყისიდან ძალაში შესული კანონი, რომლის მიხედვითაც მეშახტეებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები შეიზლებოდა გაუქმებოდა. მთავრობამ გამოიტანა ეს საკითხი და ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში, ჩვენი პოიზციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია, ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მეშახტეებს, აღუდგეთ და ის ამოქმედდება 2016 წლის პირველი იანვრიდან. ამითი რეალური და არა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების, ფაქტობრივად, 360 გრადუსი იხურება და ყველა მონაცემები გვაქვს იმისი, რომ გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, რის იმედსაც მე ვიტოვებ. ჩემი ხაზგასმული მოწოდება იქნება, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულების მიმართ, რომ მოგვცენ იმისი საშუალება, რომ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ. ვერ ვხედავთ ევრც ერთ ისეთ საკვანძო საკითხს, რომელზეც არ შეიძლება მოლაპარაკება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ - შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)